ჩვენ შესახებ

რატომ ჩვენ?

კომპანია „ვესთ გრუპი“ შეიქმნა 2019 წელს და პირველივე წელს წარმატებით დაიმკვიდრა თავი ლუჯი მოცვის წარმოებაში. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე აგრო ტექნოლოგიებით, რაც გამოიხატება ბიოლოგიური პროდუქციის მოყვანაში.

კომპანიის მთავარი საქმიანობაა ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და ნაყოფის წარმოება. ლურჯი მოცვის მოყვანა ხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ ბაღებში რაც შეადგენს 30 ჰექტრს, რომელსაც ემსახურება როგორც ქართველი, ასევე ევროპელი პროფესიონალი ექსპერტები და აგრონომები. კომპანიაში დანერგილია მოცვის ბაღების ავტომატიზირებული სარწყავი სისტემები.

კომპანია ქართულ და უცხოურ ბაზარზე ოპერირებს „ბლუისის“ ბრენდით.

ბაღებში გაშენებულია შემდეგი ჯიშები: ლეგასი, დიუკი,ჰანას ჩოისი, ბლუ ჯეი, კოლიბრი, ნიუ ჰანოვერი, ონილი, სტარი, ბილოქსი, რეკა, ალიქს ბლუ.  მოცვის ბაღებში გამოიყენება მხოლოდ ბიოლოგიური სასუქები და ევროპული და ქართული წარმოების პესტიციდები. ბიო პროდუქციაზე , რომელსაც აწარმოებს ჩვენი კომპანია, მზარდი მოთხოვნაა ევროპისა და აზიის ბაზრებზე.

ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებს გარეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში. მოსავლის აღება იწყება მაისის ბოლო რიცხვებიდან და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე. მოცემულ პერიოდში მიღებული მოსავალი არის კონკურენტუნარიანი ,გამომდინარე ამ პერიოდში ბაზარზე არსებული პროდუქციის დეფიციტიდან. აღნიშნული უპირატესობა განპირობებულია ჩვენი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით. ჩვენი კომპანიის პროდუქციის საფირმო სახელწოდებაა “ბლუისი”, რაც ნიშნავს “ლურჯ ნეტარებას”.

კომპანია ვესთ გრუპი დაარსდა 2019 წელს და პირველივე წელს წარმატებით დაიმკვიდრა თავი ქართულ სოფლის მეურნეობაში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, მოყვანა და რეალიზაცია. ჩვენი ბაღები გაშენებულია დასავლეთ საქართველოში , სოფელ ახალსოფელში- შავი ზღვიდან 40 კილომეტრში და მოიცავს  30 ჰექტარს.

კომპანია გამოირჩევა თანამედროვე აგრონომიული მიდგომებით და აქტიურად ნერგავს ციფრულ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის დარგში.